სომხეთის სამხედრო ძალებთან შეტაკებებში სამი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, გარდაცვლილია სამი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე. რაც შეეხება სომხურ მხარეს, მათ შვიდი ჯარისკაცი დაკარგეს, ასევე არიან დაჭრილებიც.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვირას, 27 სექტემბერს, სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან განხორციელებული შეტაკებების შედეგად სამი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა, რაც შეეხება სომხურ მხარეს, მათ შვიდი ჯარისკაცი დაკარგეს.

„მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ გატარებული გამაფრთხილებელი ზომების შედეგად, აღმოფხვრილი იქნა სომხეთის სამხედრო ძალების გააქტიურების მცდელობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, გარდაცვლილია სამი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე. რაც შეეხება სომხურ მხარეს, მათ შვიდი ჯარისკაცი დაკარგეს, ასევე არიან დაჭრილებიც.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც უმეტესწილად სომხებით დასახლებულმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა, აზერბაიჯანის სსრ–ს შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განაცხადა.  1992–1994 წლების სამხედრო მოქმედებების შემდეგ, აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღსა და მის მოსაზღვრე შვიდ რაიონზე კონტროლი. მთიანმა ყარაბაღმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1992 წლიდან კონფლიქტის დარეგულირებით ეუთოს მინსკის ჯგუფია დაკავებული, რომლის თანათავჯდომარეები ც არიან რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. ჯგუფში ასევე შედიან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, გერმანია, იტალია, შვეცია, ფინეთი და  თურქეთი. 

აზერბაიჯანი ტერიტორიული დამოუკიდებლობის შენარჩუნების მოთხოვნით გამოდის, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რამეთუ მთიანი ყარაბაღი  აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებში მხარედ არ განიხილება. 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0