არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორს 80 ათასი აშშ დოლარის მითვისებაში ედება ბრალი

© https://www.facebook.com/sagamodzieboფინანსთა სამინისტო
ფინანსთა სამინისტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის 182-ე მუხლითაა აღძრული, რაც შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკევთას ითვალისწინებს.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია "რეგიონალური განვითარების და სოციალური დახმარების ცენტრის“ დირექტორი გიორგი გოგიტიძე 188,5 ათასი ლარის (დაახლოებით 80 ათასი აშშ დოლარი) მითვისების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული, იუწყება საქართველოს ფინანსთან სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრეს-ცენტრი ორშაბათს, 28 სექტემბერს.

მითვისებული თანხა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ეკუთვნოდა, რომელიც 2011 წლიდან ახორციელებს სოციალურ პროექტებს, კერძოდ, საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის აუცილებელი ნივთებისა და ინვენტარის შესყიდვას. 

„პროექტის განხორციელების მიზნით, შვეიცარიის სააგენტოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე  310 002 ლარი ჩაერიცხა. ბრალდებულმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 188 468 ლარის ოდენობის თანხა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით „დიდი ოდენობის თანხის მითვისება ან გაფლანგვა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით“, რაც შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0