საქართველოში ქვეყნის მთავარი ლამაზმანის ტიტულისათვის ბრძოლა დაიწყო

გამოწერა
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში "მის საქართველო 2015–ის" პრეტენდენტ გოგონებს შორის კასტინგი გაიმართა. 300–ზე მეტი გოგონადან ჟიური 100 გოგონას ამოარჩევს, რომლებიც მეორე შესარჩევ ტურში გადავლენ.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში "მის საქართველო 2015–ის" პრეტენდენტ გოგონებს შორის კასტინგი გაიმართა. 300–ზე მეტი გოგონადან ჟიური 100 გოგონას ამოარჩევს, რომლებიც მეორე შესარჩევ ტურში გადავლენ.

კონკურსის ფინალში, რომელიც ბათუმში 1 ნოემბერს შედგება, 20 გოგონა მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებული საქართველოს "მის მსოფლიოს", "მის სამყაროს" და "მის ინტერკონტინენტალის" ონკურსებზე წარმოადგენს.

გარდა ამისა, "მის საქართველო 2015" ფინალში დაასახელებენ ხუთ საუკეთესო მონაწილეს, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ქვეყანას სილამაზის სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე.

ეს უკვე რიგით მე–12 კონკურსი "მის საქართველოა". მიმდინარე წელს ჟიურიმ გამოაცხადა, რომ სტანდარტულ პარამეტრებს დაემატება: ასაკის, სიმაღლის, გარეგნული მონაცემებისა და ინტელექტუალური უნარების პარამეტრები, გოგონებში აუცილებლად გაითვალისწინებენ "გამარჯვებისათვის ბრძოლაში შემართებას".

ყველა ახალი ამბავი
0