სასამართლო უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილის გარდაცვალების მიზეზს არ ასაჯაროებს

© photo: Sputnik / Aleksey Penkov / გადასვლა მედიაბანკშიუიტნი ჰიუსტონი
უიტნი ჰიუსტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უიტნი ჰიუსტონის ერთადერთი ქალიშვილი 3 აგვისტოს, ნიუ–ჯერსის შტატის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik.  მედიკოსებმა ამერიკელი მომღერლის უიტნი ჰიუსტონის ერთადერთი ქალიშვილის ბობი ქრისტინა ბრაუნის სიკვდილის მიზეზები, მართალია დაადგინეს, თუმცა, იგი არ გასაჯაროვდება, იუწყება სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“.

როგორც  ფულტონის ოლქის სასამართლო ექსპერტების განცხადებაშია ნათქვამი, გარდაცვალების დეტალების გასაჯაროებაზე აკრძალვის გადაწყვეტილება ოლქის სასამართლომ გამოიტანა. 

23 წლის ბობი ბრაუნი ჯორჯიის შტატის საავადმყოფოში 26 ივლისს გარდაიცვალა, ბოლო რამდენიმე თვე კომაში იმყოფებოდა. გოგონა თავისმა ბოიფრენდმა აბაზანაში უგონო მდგომარეობაში ნახა, იგი ატლანტის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ხელოვნურ სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. გარდაცვლილის ახლობლები არ გამორიცხავენ ბოიფრენდის კავშირს ბობი ბრაუნის გარდაცვალებასთან. 

უიტნი ჰიუსტონის ერთადერთი ქალიშვილი 3 აგვისტოს, ნიუ–ჯერსის შტატის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.


ყველა ახალი ამბავი
0