საქართველოში გენდერული თანასწორობის სტრატეგია შემუშავდება

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერი განმარტებით, შემუშავდება გენდერული თანასწორობის ეროვნული სტრატეგია, რომელშიც ასახული იქნება მთავრობის გრძელვადიანი, სტრატეგიული ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით.

თბილისი, 28 სექტემბერი –  Sputnik. საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხების  შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია შეიქმნება, განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდის საკითხებზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, იუწყება მთავრობის მეთაურის პრეს–სამსახური.

მსოფლიო ლიდერების შეხვედრა ნიუ–იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს პრემიერი განმარტებით, შემუშავდება გენდერული თანასწორობის ეროვნული სტრატეგია, რომელშიც ასახული იქნება მთავრობის გრძელვადიანი, სტრატეგიული ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით.

„ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნება და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი იქნება გენდერულ საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია. დაგეგმილია ცვლილებების შეტანა საქართველოს შრომის კოდექსში, რათა მნიშვნელოვნად გაიზარდოს დასაქმებულ ქალთა უფლებების დაცვა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლება ასევე დაიწყებს  საინფორმაციო კამპანიებს ისეთ კონკრეტულ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა ქალთა და გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა, ასევე ადრეულ ასაკში ქორწინებათა პრევენცია.

„საქართველოში 2015 წელი აღინიშნება, როგორც ქალთა წელი. ჩვენ ვაანალიზებთ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გენდერულ ტანასწორობას დემოკრატიული განვითარებისათვის“, – დაამატა პრემიერმა.

როგორც საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, 9-10 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას ევროპის სამეზობლოში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0