ქართული კულტურის ფესტივალ თბილისობაზე, რომელიც მინსკში ამ შაბათ–კვირას პირველად ჩატარდა, ბელორუსებს ეროვნული სამზარეულოთი და ცეკვებით უმასპინძლდებოდნენ, იუწყება Sputnik ბელორუსია.
ხაჭაპური, ხინკალი და, რა თქმა უნდა, ბორჯომი – ყველა ეს ქართული კერძი და სასმელი გამოჩნდა დღეს მინსკის მერიასთან თავისუფლების მოედანზე, სადაც ქართული კულტურის ფესტივალი მიმდინარეობს.

1/11
© Виктор Толочко
თბილისობა მინსკში პირველად ჩატარდა და წვიმიან ამინდშიც კი ქართული კულტურის მოყვარულების დიდი რაოდენობა შეკრიბა.

2/11
© Виктор Толочко
ლობიო, საცივი და ხარჩო – ამ უგემრიელეს კერძებს ამზადებდნენ ქართული რესტორნები.

3/11
© Виктор Толочко
მინსკშ ხაჭაპურს აღმერთებენ, მისთვის რიგიც წარმოიქმნა.

4/11
© Виктор Толочко
შთამბეჭდავმა ცეკვებმა და სხვა მხიარულმა სანახაობებმა თავისუფლების მოედანზე ბევრ ხალხს მოუყარა თავი.

5/11
© Виктор Толочко
მერიასთან მოედანზე ქართული ცეკვის კონცერტი გაიმართა.

6/11
© Виктор Толочко
კერამიკის ნახელავი – აქ ტრადიციული ქართული და ბელორუსიული სტილის მქონე ნივთების შეძენაა შესაძლებელი.

7/11
© Виктор Толочко
მინსკის მერი ანდრეი შორეცი ძლიერ წვიმას არ შეუშინდა და დღესასწაულზე მივიდა.

8/11
© Виктор Толочко
მინსკის მერმა ხინკლის მომზადებაშ ძალები მოსინჯა.

9/11
© Виктор Толочко
ხინკლის მომზადებაში მასტერ–კლასებმა წარმატებით ჩაიარა: შეხედეთ, როგორი ლამაზი ხინკლები გამოუვიდათ მოსწავლეებს.

10/11
© Виктор Толочко
ანდრეი შორეცი ფიქრობს, რომ მინსკმა საქართველოსა და თბილისისგან ტურისტების მოზიდვის მეთოდები უნდა ისწავლოს.

11/11
© photo: Sputnik / Viktor Tolochko
თბილისობის ცნობილი ფესტივალი – ეს ძველთაძველი დღესასწაულია, ძალიან კოლორიტული, ქართული კულტურის სრული პალიტრის წარმომჩენი, მოსავლისა და ნიჭიერი ხალხის დღესასწაული.