თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ჭანტურიამ გერმანიის მეორე „ბუნდესლიგასთან“ კონტრაქტი გააფორმა, რომელიც სამ წელზეა გათვლილი სისტემით – 1+2.
ჭანტურიას განცხადებით, მას შემოთავაზებები რუსეთისა და უკრაინისგანაც ჰქონდა, თუმცა, თავისი არჩევანი, სამომავლო კარიერული წინსვლის მიზნით, „დუისბურგის“ სასარგებლოდ გააკეთა.
„მოხარული ვარ, რომ ოფიციალურად „დუისბურგის“ მოთამაშე გავხდი. იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში მოედანზე გამოვალ. ამ სეზონზე კლუბის ამოცანაა მეორე „ბუნდესლიგაში“ დარჩენა და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს დავეხმარო. აქ თამაშის მუდმივი პრაქტიკა მექნება, რაც საქართველოს ნაკრებში თამაშისას გამომადგება“, – განაცხადა ჭანტურიამ გამოცემა worldsport.ge–თან ინტერვიუში.
გასულ წელს ჭანტურიამ იტალიურ „ვერონასთან“ კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც დროებით რუმინულ „კლუჟში“ გადავიდა სათამაშოდ.
2014 – 2015 წლებში, რუმინული გუნდის შემადგენლობაში ჩატარებული 22 მატჩში, თავდამსხმელმა 6 გოლი გაიტანა.
„დუისბურგი“ გერმანიის მეორე „ბუნდესლიგაში“ გამოდის. ამ ეტაპზე რვა ჩატარებული ტურიდან, კლუბის აქტივში 2 ქულაა.