ლავროვი: რუსეთსა და აშშ-ს ერთად მუშაობის სურვილი აქვთ

გამოწერა
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტები ორშაბათს, ნიუ-იორკში დაგეგმილი შეხვერდის ფარგლებში, შეძლებენ გულწრფელად ისაუბრონ და წინსვლის გზები დასახონ.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. რუსეთსა და აშშ-ს აქვთ სურვილი ერთად იმუშაონ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ. 

 „ერთად მუშაობის სურვილი გამოითქვა როგორც დიპლომატიურიб ასევე სამხედრო უწყებების ხაზით. ვფიქრობ, რომ რაც უფრო ხშირად და რეგულარულად განიხილება ეს საკითხები პროფესიონალთა დონეზე, მით უფრო მატრივი იქნება იმ ურთულესი პრობლემის გადაწყვეტა, რაც ყველა ჩვენგანის წინაშე დგას“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეარხ "Россия 24"-ის პირდაპირ ეთერში. 

 რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტები ორშაბათს, ნიუ-იორკში დაგეგმილი შეხვერდის ფარგლებში, შეძლებენ გულწრფელად ისაუბრონ და წინსვლის გზები დასახონ. 

 „მეც და ჯონ კერიც დიდ იმედს ვამყარებთ პრეზიდენტების  ხვალინდელ შეხვედრაზე.  იმედი მაქვს ჩვენ შევძლებთ გულწრფელად ვისაუბროთ და წინსვლის გზები ვიპოვოთ“, —თქვა მინისტრმა. 


ყველა ახალი ამბავი
0