საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება

© photo: Sputnik / Michael Mokrushin / გადასვლა მედიაბანკშისოხუმი
სოხუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ შორის მშვიდობისა და ღირსეული ძმობის აღდგენის უმთავრესი საფუძველი გახდეს აფხაზებისა და ქართველების მტკიცე ნება.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. სოხუმის დაცემის დღე — 1993 წლის 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოსთვის, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც პრემიერის პრესსამსახურმა კვირას, 27 სექტემბერს გაავრცელა. 

 „ეს დღე ჩვენთვის უდიდესი ტკივილის, ნგრევის და აუნაზღაურებელი დანაკარგის სიმბოლოდ იქცა.ძმათამკვლელ ომს ათასობით ქართველი და აფხაზი შეეწირა. ამ დანაკლისს ვერაფერი აგვინაზღაურებს. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ნათელ ხსოვნას“, — აღნიშნულია ინფორმაციაში.

 პრემიერის თქმით, ეს არის  არის უმძიმესი გამოცდილება ქართველებისა და აფხაზებისთვის. 

 „ჩვენ ომმა გაგვყო, მაგრამ ჩვენ მშვიდობიანად დავიბრუნებთ ერთმანეთს, მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და გამოვრიცხავთ ყოველგვარ აგრესიას. ათასობით ადამიანი საკუთარი მიწა-წყლიდან გამოიხიზნა და დევნილად იქცა. მათი დაბრუნება ერთობლივი შეთანხმებით, ღირსეულად და ნდობის აღდგენის საფუძველზე უნდა მოხდეს. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ შორის მშვიდობისა და ღირსეული ძმობის აღდგენის უმთავრესი საფუძველი გახდეს აფხაზებისა და ქართველების მტკიცე ნება. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ თანხმობის მიღწევას და მშვიდობიან თანაცხოვრებას“, —ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან  22 წელი შესრულდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.


ყველა ახალი ამბავი
0