თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, თავისი ისტორიის მანძილზე მეორედ, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
ისრაელში ჩატარებული შესარჩევი ტურნირის შედეგებით, ქართველმა წყალბურთელებმა "Е" ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, რამაც მათ უფლება მისცა მონაწილეობა მიიღონ კონტინენტურ პირველობაში.
შესარჩევი შეჯიბრის მსვლელობისას, ქართველ წყალბურთელთა იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის გუნდმა ჰოლანდიელებთან ფრე ითამაშა 5:5 და მოუგო ლიტვისა და ისრაელის ნაკრებებს 18:6 და 17:6 შესაბამისად.
ევროპის ჩემპიონატი 2016 წლის 10 დან 23 იანვრამდე ბელგრადში გაიმართება. ტურნირში კონტინენტის 16 უძლიერესი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.