ეროვნული ბანკი ლარის სტაბილიზაციასა და შემდგომში გამყარებას ელოდება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ ეტაპზე ლარი სტაბილური იქნება, შემდეგ კი დაიწყება გამყარების ტენდენცია. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ კომპლექსურ ქმედებებზე , რომელიც სახელმწიფოში უნდა გატარდეს“ - უთხრა ქადაგიძემ ჟურნალისტებს.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქრთველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს გამართლებულად მიაჩნია სახელმწიფო რეზერვების ხარჯვაზე უარის თქმა ეროვნული ვალუტის დაცემის ფონზე და ლარის გამყარებას ელოდება.

 ლარი რამდენიმე წელი იდგა 1,7  ნიშნულზე 1 დოლართან მიმართებაში, მაგრამ 2014 წლის ნოემბერში, მკვეთრად გაუფასურდა და დოლარზე 2,4 ლარის ნიშნულს მიაღწია. საქართველოს ხელისუფლებამ 5%-დან 2 %-მდე შეამცირა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, რომელიც შემდგომში ოპოზიციამ გააკრიტიკა. 

საქართველოს ბანკი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 7.0 პროცენტამდე ზრდის

 ზაფხულის სეზონის დაწყებიდან ლარის კურსი ერთ დოლარზე 2,25 ლარის ნიშნულზე დასტაბილურდა. მაგრამ ივლისის შუა რიცხვებში ლარის ვარდნა განახლდა. ბოლო დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სისტემატურად ხვდებიან ერთმანეთს. ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა სექტემბრის 20 რიცხვისათვის (დოლარზე 2.44 დან 238 მდე).

 „ჩვენ თავი შევიკავეთ რეზერვების დახარჯვისაგან ამ პერიოდის განმავლობაში. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა… გრძელვადიან ან მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ სწორი, თანამიმდევრული პოლიტიკა გვექნება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ეტაპზე ლარი სტაბილური იქნება, შემდეგ კი დაიწყება გამყარების ტენდენცია. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ კომპლექსურ ქმედებებზე, რომელიც სახელმწიფოში უნდა გატარდეს“ — უთხრა ქადაგიძემ ჟურნალისტებს. 


ყველა ახალი ამბავი
0