თურქეთის სანაპიროსთან 17 არალეგალური მიგრანტი დაიღუპა

გამოწერა
არალეგალური მიგრანტებით დატვირთული ნავი ეგეოსის ზღვაში თურქეთის ქალაქ ბოდრუმთან გადაბრუნდა და სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა

ანკარა, 27 სექტემბერი — Sputnik. არალეგალური მიგრანტებით დატვირთული ნავი ეგეოსის ზღვაში თურქეთის ქალაქ ბოდრუმთან გადაბრუნდა და სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, იტყობინება კვირას გაზეთი Sabah.

ნავი ბერძნულ კუნძულ კოსისაკენ მიემართებოდა. თურქეთის სახმელეთო დაცვის ნავები  სამძებრო-სამაშველო სამუსაოებს აწარმოებენ. დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. 

2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 500 ათასამდე მიგრანტი ჩავიდა. ყოველ დღიურად მათ რიგებს კიდევ ათასობიტ მიგრანტი ავსებს. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ამჟამინდელი მიგრაციული კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. 


ყველა ახალი ამბავი
0