გაეროს გენასამბლეამ შემდეგი 15 წლის გლობალური განვითარების პროგრამა მიიღო

© photo: Sputnikგაეროს შენობა
გაეროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2030 წლამდე მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგი მიიღო, რომლის ერთ-ერთი დევიზი გახდა - „არავინ დავტოვოთ უკან“.

ვაშინგტონი, 26 სექტემბერი — Sputnik. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2030 წლამდე მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგი მიიღო, რომლის ერთ-ერთი დევიზი გახდა — „არავინ დავტოვოთ  უკან“.

 „ეს გეგმა განხორციელდება ყველა ქვეყნისა და ყველა დაინტერესებული მხარის მიერ, რომელიც ერთობლივი პარტნიორობით მოქმედებს. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ დავიხსნათ კაცობრიობა სიღატაკისა და გაჭირვების ტირანიისაგან, გავაჯანსაღოთ და უსაფრთხო გავხადოთ ჩვენი პლანეტა“, — ნეთქვამია რეზოლუციაში, რომელიც სამუშაო სახელმძღვანელო გახდება 2030 წლამდე. 

 ახალმა პროგრამამ „ათასწლეულის განვითარების მიზნები“ ჩაანაცვლა. დოკუმენტით,  რომელიც გაერომ 2000 წელს მიიღო,  დადგენილი იყო 2015 წლამდე შესასრულებელი 8 ამოცანა: შიმშილისა და სიღატაკის აღმოფხვრა, დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა, ქალების ხელმისაწვდომობა განათლებისა და პოლიტიკისადმი, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ბრძოლა შიდსთან, და მალარიასთან.

 2030 წლამდე მსოფლიო დღის წესრიგის შეთანხმება 3 წელი მიმდინარეობდა. აგვისტოს დასაწყისში იგი გაეროს წევრმა ქვეყნებმა მოიწონეს. 1 სექტემბერს 2015 წლის შემდეგ გლობალური განვითარების საბოლოო დღის წესრიგის პროექტი  გაეროს გენერალურმა ასმბლეამ მიიღო. დოკუმენტი 17 ამოცანას მოიცავს, რომელიც შემდეგი 15 წლის მანძილზე უნდა შესრულდეს. მთავარ სამიზნედ გამოყოფილია სიღატაკისა და შიმშილის აღმოფხვრა. 

 „ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ბოლო მოვუღოთ სიღატაკესა და შიმშილს ყველანაირი ფორმითა და გამოვლინებით. რომ ყველა ადამიანს შეეძლოს თავისი პოტენციალის რეალიზება ღირსეულ და თანასწორ პირობებში და ჯანმრთელ გარემოში“, — ნათქვამია გაეროს ყველა წევრის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. 

 სიღატაკესა და შიმშილთან ბრძოლის ამოცანის გარდა, სხვა მიმართულებებია: ცხოვრების ჯანმრთელი წესის უზრუნველყოფა;  ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლება; გენდერული თანასწორობა; წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემასტან დაკავშირებული მდგომარეობის გაუმჯობესება; თანამედროვე და სანდო ენერგიის წყაროების ხელმისაწვდომობა; მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ღირსეული სამსახურით უზრუნველყოფა; მტკიცე ინფრასტრუქტურის მშენებლობა; უთანასწორობის დონის შემცირება ქვეყნებს შიგნით და მათ შორის; დასახლებული პუნქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; მოხმარებისა და წარმოების რაციონალური მოდელების აწყობა; კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სასწრაფო ზომების მიღება; ზღვის რესურსების რაციონალური მოხმარება და გაფრთხილება; ხმელეთის ეკოსისტემის აღდგენა; მშვიდობისმოყვარე და გახსნილი საზოგადოებების არსებობისადმი ხელშეწყობა; მდგრადი განვითარების მიღწევისათვის აუცილებელი საშუალებების განმტკიცება.  

 

ყველა ახალი ამბავი
0