თელავი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიძველი როიალი
ძველი როიალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის ფესტივალი სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობით გამოირჩევა – ელისო ვირსალაძე, ვენ-სინ იანგი, ანდრეი ბარანოვი, იანო თამარი, ვიტორიო ვიტელი, ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, ედუარდ ბრუნერი, დირიჟორები ზაზა აზმაიფარაშვილი და არიელ ცუკერმანი.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მეოცე საუკუნის უდიდესი პიანისტის — სვიატოსლავ რიხტერის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება 10-18 ოქტომბერს საქართველოში, იტყობინებიან ღონისძიების ორგანიზატორები. 

 ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით თელავში ჩატარდება. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე. 

 ფესტივალის ფარგლებში 7 კონცერტი ჩატარდება, გაიმართება ასევე, საოპერო და საფორტეპიანო მუსიკის საღამოები. ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს, რომელშიც შესულია როგორც მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ასევე, ქართული პროფესიული მუსიკა. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.

 2015 წლის ფესტივალი სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობით გამოირჩევა – ელისო ვირსალაძე, ვენ-სინ იანგი, ანდრეი ბარანოვი, იანო თამარი, ვიტორიო ვიტელი, ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, ედუარდ ბრუნერი, დირიჟორები ზაზა აზმაიფარაშვილი და არიელ ცუკერმანი.

 ფესტივალის კონცერტების პარალელურად, გაიმართება მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისა და პედაგოგებისათვის ფორტეპიანოსა და ვიოლინოს სპეციალობებში. 

 გამოჩენილი ქართველი პიანისტის — ელისო ვირსალაძის მიერ, 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს მასპინძლობს.


ყველა ახალი ამბავი
0