კრისტინ ლეგარდმა მსოფლიოს ეკონომიკური პრობლემების ერთობლივი დაძლევისაკენ მოუწოდა

© photo: Sputnikგაეროს შენობა
გაეროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ძველი ანდაზაა: „ძალა ერთობაშია“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლეგარდმა გაეროს 70-ე გენერალურ ასამბლეაზე.

ვაშინგტონი, 26 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა, მსოფლიო საზოგადოებას, ეკონომიკური განვითარების ხელისშემშლელი პრობლემების გადალახვისათვის ძალისხმევის გაერთიანებისაკენ მოუწოდა. 

 „ძველი ანდაზაა: „ძალა ერთობაშია“, — განაცხადა ლაგარდმა გაეროს 70-ე გენერალურ ასამბლეაზე. 

 მან ხაზი გაუსვა, რომ ერთობლივი წარმატება დამოკიდებული იქნება გაბედულ ქმედებებზე ქვეყნებისა და კოლექტიური ვალდებულებების დონეზე“. 

 მისი თქმით, თითოეული ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსათვის პრიორიტეტად უნდა იქცეს ეკონომიკის, სოციალური თანასწორობისა და ეკოლოგიის საკითხები. ლეგარდმა განსაკუთრებით გამოყო ყველა ეკონომიკურ პროცესში ქალების ჩართვის აუცილებლობა. ეს საშუალებას მოგვცემს გადავლახოთ სიღარიბე და მოსახლეობის შემოსავლების მიხედვით ფენებად დაყოფა, — განაცხადა სავალუტო ფონდის თავმჯდომარემ. 

 გრძელვადიანი პროგრესის მიღწევა იზოლაციაში შეუძლებელია — ეს ურთიერთ ვალდებულებებს მოითხოვს საერთაშორისა თანამეგობრობისაგან, თვლის ლეგარდი. „არ ვიცი საბედნიეროს თუ საუბედუროდ, მაგრამ დღევანდელ დამოკიდებულ მსოფლიოში სულ უფრო ნაკლები საზღვრებია, მიუხედავად კედლებისაც კი, რომლებიც შეიძლება შენდებოდეს. ამიტომ ერთი ქვეყნის ეკონომიკური შოკი მოქმედებს სხვა ქვეყნებზეც“, — დაასკვნა მან. 

.


ყველა ახალი ამბავი
0