საქართველოს საგარეო უწყება ჰაჯის რიტუალის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

© RIA Novostiმექა
მექა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრაგედია მინას ველზე ხუთშაბათს დილას მოხდა. მომლოცველთა ორი დიდი ნაკადი შეეჯახა ერთმანეთს პატარა მოედანზე სადაც შაითანის ქვით ჩაქოლვის რიტუალი ტარდება.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  თანაუგრძნობს მექის მახლობლად ჰაჯის რიტუალის შესრულებისას მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს, იტყობინება საგარეო უწყების პრესსამსახური პარასკევს, 25 სექტემბერს. 

 ბოლო მონაცემებით, მექის სიახლოვეს მდებარე მინას ველზე ჰაჯის რიტუალისას (როდესაც მორწმუნეები სიმბოლურად ესვრიან ქვებს შაითანს) მომხდარ ჭყლეტაში 717 ადამიანი დაიღუპა და 900 —მდე დაიჭრა. 

 

 „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, მინაში (საუდის არაბეთი),  ჰაჯის რიტუალის შესრულების დროს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა,   ხოლო 800-ზე მეტი დაშავდა“, —ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

 ტრაგედია მინას ველზე ხუთშაბათს დილას მოხდა. მომლოცველთა ორი დიდი ნაკადი შეეჯახა ერთმანეთს პატარა მოედანზე სადაც  შაითანის ქვით ჩაქოლვის რიტუალი ტარდება. ამ დროს მომლოცველები კედელს ქვებს ესვრიან, რითაც სიმბოლურად ბოროტი სულის უარყოფას გამოხატავენ.

 ეს საკმაოდ საშიშ რიტუალად მიიჩნევა, რადგან პატარა მოედანს ორი ქუჩა უერთდება, რომლითაც ათასობით ადამიანი ერთსა და იმავე დროს მოედნისაკენ ჰაჯის ჩასატარებლად მიემართება. 

 24 აგვისტოს ამ ქუჩების შესაყარზე წარმოიქმნა ჭყლეტა რომელშიც ასეულობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. 

 ჰაჯი — ეს მორალური ვალდებულებაა ყოველი ფსიქოლოგიურად და ფინანსურად მომზადებული მუსლიმანისთვის, ერთხელ მაინც მოინახულოს ეს ადგილი სიცოცხლის განმავლობაში. გასულ წელს წმიდა ადგილების მოსალოცად მექაში 2 მილიონი მორწმუნე იყო ჩასული. 

 

ყველა ახალი ამბავი
0