უნგრეთი ღობის პირველი ხაზის მშენებლობის დასრულებისთანავე ჩაკეტავს საზღვარს

გამოწერა
ღობის პირველი ხაზის მშენებლობის დასრულებისთანავე დაიწყება მეორე ხაზის მშენებლობა, ხოლო ხორვატიასთან საზღვარი ჩაკეტილად გამოცხადდება.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პარასკევს განაცხადა, რომ უნგრეთი ხორვატიასთან საზღვარს ჩაკეტავს, როგორც კი ღობის პირველი ხაზის მშენებლობა დასრულდება და უნგრეთის მთავრობა ხორვატიასთან, სხვა მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან, მოლაპარაკებათა კიდევ ერთ რაუნდს გამართავს.  

„ხორვატიასთან საზღვარზე ჯერ ერთ ხაზს ავაგებთ და მაშინვე მეორის მშენებლობას შევუდგებით. თუმცა, საზღვრის ჩაკეტვის გამოსაცხადებლად მეორე ხაზის დასრულებას არ დავუცდით“, — განაცხადა ორბანმა ვენაში უნგრეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც ავსტრიის კანცლერ ვერნერ ფაიმანთან მოლაპარაკება დაასრულა. 

მან იქვე დაამატა, რომ „გადაწყვეტილებების მიღების ვადა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად მოვემზადებით, აგრეთვე ჩემს შეხვედრაზე გაეროს გენმდივან პან გი მუნთან და გაეროს გენასამბლეში მონაწილეობაზეც… მე კიდევ რამდენიმე ქვეყნის მონახულებას ვაპირებ, რათა ავუხსნა რა მდგომარეობაში ვართ. როცა ყოველივე ამას გავაკეთებთ, ჩვენ შევძლებთ საზღვრის ჩაკეტვას“, — განაცხადა ორბანმა.  

პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთმა გაზარდა რეკლამები არაბულენოვან სამყაროში, „რათა მათ, ვინც თავს ლტოლვილად მიიჩნევს, ჩვენ კი მიგრანტებს მივაკუთვნებთ, დროულად მიიღონ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხორვატიის საზღვარი არ იქნება გამჭვირვალე“. 

მას შემდეგ, რაც უნგრეთმა სერბეთთან საზღვარზე ღობე ააგო, ლტოლვილების ნაკადმა ხორვატია–უნგრეთის საზღვარზე იმატა.  

 


ყველა ახალი ამბავი
0