არგენტინის ნაკრები: ქართველი რაგბისტები ძლიერები არიან და ჩვენ ამისთვის მზად ვართ

გამოწერა
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ურკადეს განცხადებით, არგენტინაც და საქართველოც 2011 წლის შემდეგ არსებითად გაიზარდნენ, ამიტომ წინა მსოფლიო თასზე გუნდების შეხვედრის საფუძვლად აღება მართებული არ იქნება.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებთან თამაში ძალზე მძიმე იქნება, განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რაგბიში არგენტინის ნაკრების კაპიტანმა აგუსტინ კრივიმ.

რაგბიში საქართველოსა და არგენტინის ნაკრებებს შორის მატჩი მსოფლიო თასისთვის პარასკევს, თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის „ცე“ ჯგუფში სამი მატჩია ჩატარებული. ახალმა ზელანდიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, არგენტინასა (26:16) და ნამიბიას (58:14) სძლია, ხოლო საქართველომ ტონგას (17:10) მოუგო.

„ეს ძალზე მძიმე მატჩი იქნება. საქართველო შეეცდება თავისი ფიზიკური ძალა დაგვიპირისპიროს, რომელიც შერკინებებში წარმატებულ თამაშს ეფუძნება. მაგრამ ჩვენ ვიცით მოწინააღმდეგის ძალა და ამისთვის მზად ვართ“, — განაცხადა კრივიმ.

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის დანიელ ურკადეს განცხადებით,  არგენტინაც და საქართველოც 2011 წლის შემდეგ არსებითად გაიზარდნენ, ამიტომ წინა მსოფლიო თასზე გუნდების შეხვედრის საფუძვლად აღება მართებული არ იქნება.

„ქართველებმა სერიოზულ პროგრესს მიაღწიეს და ტონგაზე გამარჯვება ამაზე მეტყველებს. მაგრამ ჩვენ ბევრად უკეთეს ფორმაში ვართ, ვიდრე ოთხი წლის წინ, რაც ნიშნავს, რომ უფრო ძლიერები გავხდით“, — განაცხადა არგენტინელების მწვრთნელმა.

2011 წელს მსოფლიო თასზე გუნდები ასევე ერთ ჯგუფში თამაშობდნენ. საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების ბრძოლა „ალბისელესტეს“ გამარჯვებით ანგარიშით 29:18 დასრულდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0