მილტონ ჰეიგი: წნეხის ქვეშ არგენტინა მოექცევა და არა ჩვენ

© facebook.com/OfficialGeorgiaRugbyსაქართველოს რაგნის ნაკრები
საქართველოს რაგნის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო–არგენტინის შეხვედრა პარასკევს, თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიოს თასზე საქართველოსა და არგენტინის რაგბის ნაკრებების შეხვედრაში  წნეხის ქვეშ სწორედ არგენტინა იქნება, განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.   

ჰეიგმა გადაწყვიტა, არგენტინასთან შეხვედრაში მინდორზე პირველივე წუთებიდან გუნდი იმავე შემადგენლობით გაიყვანოს, რა შემადგენლობითაც ტონგას შეერკინა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ცვილებები აუცილებლად იქნება, თუმცა, თავდაპირველად დაგეგმილზე ოდნავ მოგვიანებით.  

„მომავალ შერკინებაში წნეხის ქვეშ არგენტინა მოექცევა და არა ჩვენ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, მოედანზე უფრო მეტად თავისუფლად ვიგრძნოთ თავი. ამათან გვესმის, რომ წარმატების შემთხვევაში კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდებით მიზანს“, — განუცხადა ჰეიგმა ჟურნალისტებს. 

ამ დროისათვის „ცე“ ჯგუფში სამი მატჩია ჩატარებული. ახალმა ზელანდიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაამარცხა არგენტინა (26:16) და ნამიბია (58:14), ხოლო საქართველოს ნაკრებმა ტონგასთან გაიმარჯვა ანგარიშით 17:10.

„მიუხედავად იმისა, რომ „პუმები“ ახალ ზელანდიასთან მარცხის შემდეგ წნეხის ქვეშ არიან, სწორედ ისინი გვევლინებიან ფავორიტებად დღევანდელ შერკინებაში. მაგრამ თუ ჩვენი ნაკრები ასი პროცენტით ითამაშებს, გამარჯვების შანსი გვაქვს“, — ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების წევრმა თამაზ მჭედლიძემ დღევანდელი შეხვედრის თაობაზე. 

 


ყველა ახალი ამბავი
0