ადვოკატი: სააკაშვილის საქმეს ინტერპოლიდან ამონაწერი დაერთო

© photo: Sputnik / Николай Лазаренко / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა, როდესაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მას შემდეგ ის სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ინტერპოლის დასკვნიდან ამონაწერი, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადებაზე უარის შესახებ, 2007 წლის აქციის დარბევის საქმეში ჩართო. ამის შესახებ ქართულ მედიას პარასკევს, 25 სექტემბერს ადვოკატმა ოთარ კახიძემ განუცხადა.

ამონაწერი 2007 წლის ნოემბრის აქციის დარბევის საქმეს დაერთო, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გარდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც ფიგურირებს.

ამ საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 6 ოქტომბერს დაინიშნა.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა, როდესაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მას შემდეგ ის სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.

ინტერპოლმა ქართული მხარის მოთხოვნას სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების შესახებ უარით უპასუხა. ინტერპოლმა ასევე გააუქმა ძებნა დავით კეზერაშვილზეც.

2014 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ესენია: სახელმწიფოს კუთვნილი 8,8 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხის პირადი საჭიროებისთვის გახარჯვა, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, საქართველოს პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა და „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა 2006 წელს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0