თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. გერმანული ავტოკონცერნი „ფოლკსვაგენი“ პარასკევს იმ მანქანების სიას გამოაქვეყნებს, რომლებშიც CO2–ის გამოტყორცნის მაჩვენებელი პროგრამა, რეალურ მონაცემებს აყალბებდა, იუწყება სააგენტო EFE –ს კომპანიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
„ფოლკსვაგენს“ საკუთარი წარმოების დიზელის ავტომობილებში გაუმართავი პროგრამის ჩატვირთვაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დასდო ბრალი. ამერიკის მთავრობამ დაავალდებულა კონცერნი, უკან გაიწვიოს „ფოლკსვაგენისა“ და „აუდის“ მარკების 482 ათასი მსუბუქი ავტომობილი, რომლებიც შტატებში 2009–2015 წლებში გაიყიდა. გარდა ამისა, კომპანიას შესაძლოა 18,075 მლრდ დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდაც დაეკისროს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ფოლკსვაგენის“ რელიზის თანახმად, ეკოლოგიურო ტესტების ფალსიფიკაცია 11 მილიონამდე ავტომობილს მოიცავს მთელ მსოფლიოში. სააგენტოს მონაცემებით, ამ სიაში შედის EA 189 ტიპის ძრავიანი მანქანები. ავტოკონცერნის სიაში მითითებული იქნება, თუ სად გაიყიდა ასეთი მანქანები.