თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის მინისტრთა კაბინეტი რუსული კომპანიების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას განიხილავს.
„ახლა რუსული კომპანიების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას ვიღებთ. დაწვრილებით მოგვიანებით გაცნობებთ“, — აღნიშნულია „ტვიტერში“ უკრაინის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლის ვადით აამოქმედა. სხვადასხვა სახის სანქციებს, ქვეყანაში შესვლის აკრძალვიდან ქონების დაყადაღებამდე, ერთი წლის ვადით ღებულობენ. სანქციების სიაში 388 ფიზიკური და 105 იურიდიული პირი შედის. კერძოდ, სიაშია 28 რუსული ბანკი და 25 ავიაკომპანია.