თუ მოსკოვი დათმობებზე წავა დასავლეთს შეუძლია სანქციების შერბილება

© Sputnik / STRINGERრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოლოდინი ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრისგან დიდია, მსოფლიო თანამეგობრობა განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას სირიის პრობლემაზე, რაც, სავარაუდოდ, იქნება კიდეც მოლაპარაკებათა ცენტრალური ტემა, აღნიშნა პოლიტოლოგმა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. დასავლეთს შეუძლია სანქციების შერბილება რუსეთისთვის, თუ მოსკოვი გარკვეულ დათმობებზე წავა, მიაჩნია პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს.

აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 28 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ნიუ–იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეხვდება.

„უკრაინის საკითხი, რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება განხილული სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრისას, ვინაიდან, როგორც ცნობილია, სწორედ აშშ–ია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატორი და მათი გამტარებელი.  სანქციების შერბილების საკითხი იმაზეა დამოკიდებული, რას შესთავაზებს რუსეთი. თუ რუსეთი გარკვეულ დათმობებზე წავა, მაშინ შესაძლებელი იქნება სანქციების შერბილებაზე ლაპარაკი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციების შერბილების პოლიტიკა არ გატარდება“, — განაცხადა საყვარელიძემ. 

ყველა პრობლემატურ საკითხზე მოლაპარაკება შეუძლებელი იქნება, საამისოდ სიტუაცია ჯერ არ მომწიფებულა, — აღნიშნა პოლიტოლოგმა. 

„თუმცა, არსებობს ბევრი ფაქტორი იმისათვის, რომ მოლაპარაკებები უფრო პროდუქტიული გახდეს. „ისლამური სახელმწიფოს“ საკითხის მიმართ პოზიციების დაახლოება ასეთი პერსპექტივის შანსს იძლევა. პრაქტიკაზე კი ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამ ორი პიროვნების ხასიათსა და კიდევ იმაზე, თუ რამდენად გაჯიუტდებიან ისინი“, — დაამატა მან. 

მოლოდინი ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრისგან დიდია, მსოფლიო თანამეგობრობა განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას სირიის პრობლემაზე, რაც, სავარაუდოდ, იქნება კიდეც მოლაპარაკებათა ცენტრალური თემა, აღნიშნა საყვარელიძემ.

„შეიძლება ითქვას, რომ სირიის საკითხის გადაჭრა ბევრ რამეში უკრაინის საკითხის გადაწყვეტაზე იქნება დამოკიდებული“, — თქვა პოლიტოლოგმა. 

მისი თქმით, საქართველოს საკითხი არ არის აქტუალური, ამიტომ, სავარაუდოდ, ობამა და პუტინი შეხვედრაზე ამ თემას არ შეეხებიან. 

„შესაძლოა, საქართველოს საკითხმა ნატოს გაფართოების თემასთან კონტექსტში ამოიწიოს, მაგრამ საქართველო არ იქნება განხილვის კონკრეტული თემა“, — მიაჩნია საყვარელიძეს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0