NI: რუსეთს უფრო მიმზიდველი ფასეულობები გააჩნია, ვიდრე დასავლეთს

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთსა და დასავლეთს შორის მსოფლმხედველობათა კონფლიქტია. რუსეთი უნიკალურად თვლის თითოეული ერის კულტურულ განვითარებას და ფასეულობათა რომელიმე ერთი ნაკრების დანერგვის მცდელობას ეწინააღმდეგება, წერს ამერიკელი ანალიტიკოსი.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ზნეობრივი ფასეულობები, რომლითაც რუსეთი თავის საგარეო პოლიტიკაში ხელმძღვანელობს, ბევრი სახელმწიფოსთვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე დასავლეთის „ამორფული“ დებულებები, წერს როდ-აილენდის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლაი პეტრო The National Interest-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

მისი აზრით, რუსეთის „მორალური კოორდინატების“ სისტემა დასავლეთში მიღებულისგან არსებითად განსხვავდება. პირველ რიგში, რუსეთი უნიკალურად თვლის თითოეული ერის კულტურულ განვითარებას, ხოლო საერთაშორისო პოლიტიკაში ფასეულობათა რომელიმე ერთი ნაკრების დანერგვის მცდელობას კი მტკიცედ ეწინააღმდეგება. აშშ და მისი მოკავშირეები ამტკიცებენ, რომ დასავლური ფასეულობები ზოგადსაკაცობრიო სტანდარტებია, საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის გვერდის ავლის გზებს ეძებენ და მათ მიერ მხარდაჭერილ მსოფლიო წესრიგს წინა პლანზე სწევენ, აღნიშნავს ანალიტიკოსი.

კიდევ ერთი განსხვავება მსოფლიო რელიგიებისადმი დამოკიდებულებაა. რუსეთი საერთაშორისო წესრიგისთვის უფრო მისაღებად იმ კულტურულ ფასეულობებს მიიჩნევს, რომლებიც ტრადიციული რელიგიებისთვის — იუდაიზმის, ქრისტიანობის, ისლამისა და ბუდიზმისთვის საერთოა. ხოლო დასავლეთში ვარაუდობენ, რომ მსოფლიო საზოგადოებამ მსოფლიო რელიგიების ალტერნატიული კონცეფციები უნდა ეძებოს, ეტალონად თანამედროვე დასავლური კულტურისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმი, ანტიკლერიკალიზმი და მოდერნიზაცია აიღოს, წერს პეტრო. 

სხვა სახელმწიფოები „ფრიად დადებითად და გულისხმიერად“ რეაგირებენ რუსეთის „რბილ ძალაზე“, რომელიც კულტურასა და რელიგიას ევრაზიული კავშირის შექმნისთვის გამოყენებულ ძალისხმევაში იყენებს, აღნიშნავს ანალიტიკოსი. მისი თქმით, უკრაინა და საქართველო, რომლებიც ნატოს წევრობისკენ ისწრაფვიან, უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი.

დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, მაგალითად ე. წ.BRICS–ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) სახელმწიფოებში რუსეთის „ორი უბრალო სიგნალი“ თავის გამოხმაურებას პოულობს. პირველი იმაში მდგომარეობს, რომ ამ სამყაროში განვითარების დასავლური მოდელისთვის ფეხის აწყობა წარმატებისთვის სულაც არ არის აუცილებელი, შეიძლება, რომ საკუთარი თავის ერთგული დარჩე. მეორე სიგნალი იმის მოწოდებაა, რომ საჭიროა, დასავლეთში დამკვიდრებულ წარმოდგენებს მომხმარებლური საზოგადოების უპირატესობების შესახებ დავუპირისპირდეთ, აღნიშნავს პეტრო. 

„მსოფლიოში იზრდება იმის შეგრძნება, რომ დასავლეთს, რომელიც ძალაუფლების, ძალის, სიმდიდრისა და რესურსების თვალსაზრისით კვლავ ბატონობს, არა აქვს ის კულტურული და სულიერი პოტენციალი, რომელიც მრავალრიცხოვანი გლობალური კრიზისის გადალახვაში დაეხმარება“, — მიიჩნევს ანალიტიკოსი.


ყველა ახალი ამბავი
0