აფთიაქებმა ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონო გაყიდვით $2,5 მლნ დოლარი იშოვეს

© http://is.ge/მედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სისხლის სამართლის საქმე „არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობის“ მუხლითაა აღძრული, რაც ჯარიმით ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

თბილისი, 25 სექტებერი — Sputnik. საქართველოში აკრძალული ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა რვა აფთიაქის ხელმძღვანელობა,  იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. 

2014 წლიდან 2015 წლის მარტამდე პერიოდში 5,9 მლნ ლარის (დაახლოებით 2,5 მლნ აშშ დოლარი) ფსიქოტროპული პრეპარატია გაყიდული, მათ შორის, არასრულწლოვან მოქალაქეებზე. 

„აღნიშნულ აფთიაქებში უკანონოდ იყიდებოდა ისეთი ძლიერი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორებიცაა: დიაზეპამი, ბაკლოსანი, გაბაპენტინი, გაბაგამა და სხვა“, — ნათქვამია განცხადებაში. 

სისხლის სამართლის საქმე „არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობის“ მუხლითაა აღძრული, რაც ჯარიმით ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

 


ყველა ახალი ამბავი
0