თბილისში ჩარიცხვის აპარატის გაქურდვისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

© фото - public domainხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულები ბრალს აღიარებენ. პოლიციის თანამშრომლებმა მოპარული თანხის დაბრუნება შეძლეს.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 38,5 ათასი ლარის (17 ათასი აშშ დოლარი) ქურდობისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს, იუწყება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.

სანამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს გატეხდნენ, შემუშვებული იყო სქემა, რომლის თანახმადაც, დაკავებულთაგან სამი ამავე აპარატის საშუალებით ონლაინპორტალ „აჭარაბეთის“ არავერიფიცირებულ ანგარიშზე თანხას რიცხავდნენ. დაჯგუფების დანარჩენი წევრებს ეს თანხა ვერიფიცირებულ ანგარიშზე გადაჰქონდათ და შემდეგ ეს თანხა გამოჰქონდათ. 

„გამოტანილ თანხას კვლავ იმავე სწრაფი ჩარიცხვის აპარატში რიცხავდნენ და დანაშაულებრივ საქმიანობას აგრძელებდნენ. როდესაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატში გარკვეული თანხა დაგროვდა, გიორგი თ-მ, გიორგი ც-მ და ლევან ჭ-მ გატეხეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და იქ არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“, — აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დაკავებულები ბრალს აღიარებენ. პოლიციის თანამშრომლებმა მოპარული თანხის დაბრუნება შეძლეს.

გამოძიება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით). ამ დანაშაულისთვის სასჯელის მაქსიმალური ვადა 6-დან 10 წლამდე პატიმრობაა.

 


ყველა ახალი ამბავი
0