iPhone 6s–სა და iPhone 6s Plus–ის გაყიდვა დაიწყო

© RIA Novosti . Игорь РуссакApple iPhone
Apple iPhone - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიახლეების გაყიდვა კომპანია „ეფლის“ სხვადასხვა მაღაზიაში პარასკევს, დილის 8 საათზე იწყება. გაყიდვაში გამოდის ოთხი ფერის სმარტფონი. ოქროსფერ, ვერცხლისფერსა და „ნაცრისფერ კოსმოსს“, „ვარდისფერი ოქრო“ დაემატა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. „ეფლის“ მორიგი სიახლეების, iPhone 6s–სა და iPhone 6s Plus–ის გაყიდვა დილის 8 საათზე ჯერჯერობით მხოლოდ რადენიმე ქვეყანაში დაიწყება. ესენია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჰონკონგი, იაპონია, ახალი ზელანდია, პუერტო–რიკო და სინგაპური. 

გაყიდვაში გამოდის ოთხი ფერის სმარტფონი. ოქროსფერ, ვერცხლისფერსა და „ნაცრისფერ კოსმოსს“, ახალი შეფერილობის კორპუსი – „ვარდისფერი ოქრო" დაემატა. iPhone 6s–ის ფასი ამერიკაში 649 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო iPhone 6s Plus–ისა კი 749 აშშ დოლარიდან. 

„ეფლის" თაყვანისმცემლები კმაყოფილნი iSight–ის კამერით, რომლითაც 12 მეგაფიქსელიანი ფოტოს გადაღება შეიძლება, ხოლო ვიდეოს ხარისხი ოთხჯერ აღემატება HD-ვიდეოს ხარისხსს. ე.წ სელფების მოყვარულებისთვის გათვალისწინებულია 5 მეგაფიქსელიანი ფრონტალური კამერა, რომელსაც ბლიციც აქვს. სურათების სანახავად გამოიყენება ტექნოლოგია Live Photos, რომელიც ფოტოს „დაჭერამდეც“ და მისი გადაღების შემდეგაც წამნახევარს იწერს, რათა ფოტო „გააცოცხლოს“.  

ტექნოლოგია 3D Touch იცნობს დისპლეიზე დაჭერის ძალას, რაც ეკრანიდან თითის აუღებლად იძლევა კონტენტის გაღებისა და დახურვის შესაძლებლობას. მაგალითად, იმისათვის, რომ მხოლოდ შეხედოთ წერილს, საკმარისია მას მსუბუქად შეეხოთ თითით, ხოლო თუ წაკითხვას მოინდომებთ, ოდნავ მეტი ძალით უნდა დააწვეთ.   

ახალი სმარტფონები ახალი iOS 9 ოპერაციული სისტემით არის აღჭურვილი. „ოპერაციული სისტემა iPhone–ს კიდევ მეტ ინტელექტუალურ ფუნქციას სძენს: პროაქტიურ დახმარებას, მძლავს ძიებასა და  Siri–ს გაფართოებულ შესაძლებლობებს — და ეს ყველაფერი მომხმარებლის მონაცემთა დაცვის გარანტიით“, — აღნიშნულია კომპანიის რელიზში.  

ამას გარდა, ახალი სმარტფონები ახალ ბევრად მეტად მტკიცეა, რამდენადაც მყარი მინისაგანაა დამზადებული, რომელიც აეროკოსმოსურ დარგში გამოიყენება. 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0