მომღერალი და კომპოზიტორი ფილიპ კირკოროვი 23 სექტემბერს მინსკს ეწვია. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ პასუხობდა ის ჟურნალისტების შეკითხვებს ფულსა და სილამაზეზე.
ბუტიკის "Phill4you" დამფუძნებლები, რომელიც ოთხშაბათს საზეიმო ვითარებაში გახსნა ფილიპ კირკოროვმა, იდეას იგივე სახელის მქონე დაწესებულებას დაესესხნენ, რომელიც უკვე არსებობს მოსკოვის სავაჭრო ცენტრ „ვეგასში“.
Sputnik ბელორუსიასთან ინტერვიუში კირკოროვმა განაცხადა, რომ "Phill4you" გახსნა არა ფულის შოვნის მიზნით, არამედ იმიტომ, რომ მას ძალიან უყვარს სილამაზე და ხელოვნება.
მან დაამატა, რომ მაღაზიის ყველა ნივთი მისი სილამაზისა და ხელოვნებისადმი სიყვარულის შედეგია და მოხიბლა რა დამსწრეები, მაღაზიის დასათვალიერებლად გაემართა.