საქართველოში ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი „არტრა“ გაიმართება

© photo: Sputnik / М. Барабанов / გადასვლა მედიაბანკშიმთის ჩანჩქერი ქლუხორის უღელტეხილზე
მთის ჩანჩქერი ქლუხორის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი ამბროლაურის რაიონის სოფელ ზემო ჭყვიშში შედგება ხელოვნების რეზიდენციაში "არტელი - რაჭა", რომელიც არსებობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. 2015 წლის 27-30 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების რეზიდენცია "არტელი — რაჭა" თავისი არსებობის 10 წლის თავზე, აწყობს ვიზუალური ხელოვნების ფესტივალს "არტრა". ამის შესახებ ღონისძიების Facebook გვერდი იტყობინება.

 ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან ქართველი ავტორები: სანდრო ანთიძე, ვახო ბუღაძე, უშანგი ხუმარაშვილი ოლეგ ტიმჩენკო, გურამ წიბახაშვილი ვლადიმერ იმერლიშვილი, თუთუ კილაძე, თინა ჩხიკვიშვილი, თეკლა გიაშვილი, ქეთი კობახიძე, ლევან ფრუიძე, ქეთი ნადიბაიძე, მაია სუმბაძე, კოტე სულაბერიძე, მიშა გოგრიჭიანი, კოკა რამიშვილი, და ა.შ. ასევე მხატვრები სანკტ-პეტერბურგიდან: ტატიანა სერგეევა, ალექსანდრ და ოლგა ფლორენსკები.

 ვიზუალური ხელოვნების ფესტივალს "არტრა", ფესტივალის პროგრამა მოიცავს სხვადასხვა გამოფენებს, კონკურს — "საფრთხობელას" პრეზენტაციას და მონაწილეთა დაჯილდოვების ცერემონიალს. რეზიდენციის ტერიტორიაზე სპეციალურად აგებულ საექსპოზიო სივრცეებში წარმოდგენილი იქნება განვლილი წლების მანძილზე მოწყობილი ვორკშოპების დროს ქართველი და უცხოელი მხატვრების შექმნილი ნამუშევრები. მოეწყობა ახალი გალერეის პრეზენტაცია, ამბროლაურის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა გამოფენა. 

 ასევე ამ მოეწყობა ვიდეოჩვენებები, მხატვრების კურატორების და ხელოვნებათმცოდნეების შეხვედრა ლექციები რაჭის რეგიონის ახალგაზრდა მხატვრებთან.

 ფესტივალის გახსნაზე დასწრების მსურველთათვის უზრუნველყოფილი იქნება უფასო ტრანსპორტი, რომელიც 27 სექტემბერს დილიდ 8:00 საათზე ვარდების მოედნიდან გავა. 


ყველა ახალი ამბავი
0