კახეთში ყოფილი პოლიციელი მოკლეს

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამნაშავემ, მიუხედავად პოლიციის მიერ ოპერატიულად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებისა, მიმალვა მოახერხა. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

თბილისი, 24  სექტემბერი  – Sputnik. კახეთში ყოფილი პოლიციელი მოკლეს, ინფორმაციას ამის შესახებ ქართული მედია ხუთშაბათს, 24 სექტემბერს ავრცელებს.

თელავში 36 წლის ბექა აბულაძე საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარს აბულაძის სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის პერიოდს უკავშირებენ.

დამნაშავემ, მიუხედავად პოლიციის მიერ ოპერატიულად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებისა, გაქცევა მოახერხა.

მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 7–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0