თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ევროკომისიის პირველი ვიცე–თავმჯდომარის ფრანს ტიმერმანსის განცხადებით, მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით თუ გადამწყვეტი ზომები არ იქნება მიღებული, ევროპას მემარჯვენე რადიკალების აფეთქება ელოდება, იუწყება სააგენტო „როიტერი“.
„თუ ჩვენ არ შეგვწევს ძალა ამ პრობლემის გადაჭრის, თუ ჩვენ არ შეგვიძლია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, თქვენ დაინახავთ ულტრამემარჯვენეთა აფეთქებას ევროპულ კონტინენტზე“, – განაცხადა ტიმერმანსმა რადიოსადგურ "ბი–ბი–სის" ეთერში.
ტიმერმანსმა აღნიშნა, რომ პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია ევროკავშირის საზღვრების დაცვის გაძლიერება.
ევროკავშირის წევრი–ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში გამართულ მორიგ შეხვედრაზე დევნილების მიღებისა და რეგისტრაციისათვის, ნოემბრის ბოლოსათვის ცენტრების შექმნის თაობაზე შეთანხმდნენ. პირველ ეტაპზე, ასეთი ცენტრები საბერძნეთსა და იტალიაში, შემდეგ კი ბულგარეთში შეიქმნება.