თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქრთველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან–ბაირამი მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს მშვიდობის, სიკეთისა და იმედის დიდი დღესასწაულია.
ისლამის მთავარი დღესასწაული წელს 24–26 სექტემბერს აღინიშნება.
„ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს — მშვიდობის, იმედის, თანადგომის, მოყვასზე ზრუნვისა და სიკეთის გამარჯვების დიდ დღესასწაულს. ვუერთდები თქვენს ზეიმს და ბედნიერებას, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, — ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც განცხადებაში.