თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელის ვალენტინა მატვიენკოს განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება მზადაა, დიალოგი ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოსთან გააგრძელოს. ამ თვალსაზრისით, ევრაზიის ქალთა ფორუმზე დასასწრებად პეტერბურგში ჩასული ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკოსია“.
„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოსთან გავაგრძელოთ დიალოგი და ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკოსია. მოხარული ვართ, რომ ის ჩვენს ფორუმში მონაწილეობს“, — განუცხადა მატვიენკომ ჟურნალისტებს.
მისი განცხადებით, „რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაციების პერიოდი რუსეთში მტკივნეულად გადაიტანეს, როდესაც ჩვენი თანამშრომლობისთვის დაბრკოლებებს ხელოვნურად ქმნიდნენ, წარმოებდა რუსოფობიული პოლიტიკა“.
„ჩვენს სახელმწიფოებს შორის დაძაბული ურთიერთობები ჩვენ გამო არ ჩამოყალიბებულა“, — აღნიშნა მატვიენკომ.
მან აღნიშნა, რომ ბურჯანაძე საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი პოლიტიკოსია.
„ნინო ბურჯანაძე არის ადამიანი, რომელიც კონსტრუქციული ურთიერთქმედებებისთვისაა განწყობილი“, — დასძინა მატვიენკომ.