სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების მოთხოვნით პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გაიმართა

© photo: Sputnikაქცია პრეზიდენტის სასახლესთან
აქცია პრეზიდენტის სასახლესთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვდნენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და აცხადებდნენ, რომ სწორედ ამ გზით გადაიჭრება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა, რომელზეც სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებას ითხოვდნენ. 

აქცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ერეკლე მეორის საზოგადოებამ“ ჩაატარა, თბილისის მერიასთან იყო შეთანხმებული. აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც პრეზიდენტის სასახლემდე მსვლელობა მოაწყვეს. ადგილზე მათ სცენა ჰქონდათ დამონტაჟებული სიტყვით გამომსვლელებისთვის. 

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველომ… სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს და რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ იყოს არც რუსეთისა და არც ნატოს ბაზები“, — განაცხადა ორგანიზაცია "ერეკლე მეორის საზოგადოების" თავმჯდომარემ არჩილ ჭყოიძემ. 

აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვდნენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და აცხადებდნენ, რომ სწორედ ამ გზით გადაიჭრება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. 

„მე პრორუსულად განწყობილი არ ვარ, მაგრამ აუცილებელია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რათა ისიც არ წაგვართვან, რაც დაგვრჩა, რათა მუდმივად შიშში არ ვიცხოვროთ, რათა საქართველომ ერთიმეორის მიყოლებით არ დაკარგოს საუკეთესო შვილები. მე დავკარგე შვილი და ვიცი, რა ტკივილია ეს“, — განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ, მერი ლორის–რუსომ. 

აქციის მონაწილეები მოქმედი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებასაც გამოთქვამდნენ. 

„არავის აინტერესებს, გვშია თუ რამე გვაკლია. პოლიტიკოსები მხოლოდ სიტყვით ეჯიბრებიან ერთამენთს. დავიღალეთ. თუ ხელისუფლებას ხალხისთვის ნორმალური პირობების შექმნა არ შეუძლია, ისე, რომ  საშუალო დონეზე მაინც ვიცხოვროთ, ადგეს და წავიდეს“, — თქვა აქციის სხვა მონაწილემ, სახელად მარიამმა, რომელმაც გვარი არ გაგვიმხილა. 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0