საქართველოში იმპორტი იანვარ–აგვისტოს პერიოდში 10%–ით შემცირდა

© photo: Sputnikნავთობის ტრანსპორტირება
ნავთობის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, მსუბუქ ავტომობილებს, ასევე ნავთობგაზებს, აირად ნახშირწყალბადებს და სამკურნალო პრეპარატებს უკავია.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik.  საქართველოში იმპორტის მოცულობა 2015 წლის იანვარ–აგვისტოს პერიოდში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%–ით შემცირდა და 4 მლრდ 937 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“. 

იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, მსუბუქ ავტომობილებს, ასევე ნავთობგაზებს, აირად ნახშირწყალბადებს და სამკურნალო პრეპარატებს უკავია.

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა იმპორტის საერთო მოცულობის 9% შეადგინა. 2015 წლის იანვარ–აგვისტოს პერიოდში 443,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 168 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში 428,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების  სამკურნალო პრეპარატებია შემოტანილი, რაც 227 მლნ აშშ დოლარით მეტია, ვიდრე 2014 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში. ეს იმპორტის საერთო რაოდენობის 8,7%-ს შეადგენს. 

2015 წლის იანვარ–აგვისტოს პერიოდში 280 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხის ოდენობის მსუბუქი ავტომობილია (129,6 მლნ აშშ დოლარით ნაკლები, ვიდრე 2014 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში) შემოყვანილი, რაც იმპორტის საერთო მოცულობის 6,4%-ს შეადგენს. 

ნავთობგაზებისა და აირადი ნახშირწყალბადების (ბუნებრივი აირი) იმპორტის რაოდენობამ ამ პერიოდში საერთო მოცულობის 5,3% შეადგინა. 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში შემოტანილია 262 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობგაზები და აირადი ნახშირწყალბადები, რაც გასული წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდის მაჩვენებელზე 47,4 მლნ აშშ დოლარით მეტია. 

სპილენძის მადნები და კონცენტრატები 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში შემოტანილია თითქმის 136 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, რაც იმპორტის საერთო მოცულობის 2,8%-ია და 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,5 მლნ აშშ დოლარზე მეტია.

ხორბლის იმპორტის მოცულობამ საანგარიშო პერიოდში იმპორტის საერთო მოცულობის 1,3% შეადგინა. ხორბალი შემოტანილია 66,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, რაც 2014 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდთან შედარებით 21 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0