საქართველოს უშიშროების საბჭო არასრული შემადგენლობით შეიკრიბა

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე
პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხდომაზე დაგეგმილია 2016 წლისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობის საკითხის განხილვა, ასევე საქართველოს სამხედრო აღორძინების საკითხი და „საქართველოს 2015-2018 წლების საფრთხეების შეფასების“ დოკუმენტის პროექტის განხილვა სამხედრო საფრთხეების ნაწილში.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა არასრული შემადგენლობით იმართება, განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა ოთხშაბათს, 23 სექტემბერს. 

 სხდომაზე დაგეგმილია 2016 წლისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობის საკითხის განხილვა, ასევე საქართველოს სამხედრო აღორძინების საკითხი და „საქართველოს 2015-2018 წლების საფრთხეების შეფასების“ დოკუმენტის პროექტის განხილვა სამხედრო საფრთხეების ნაწილში. 

 უშიშროების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საბჭოს მუდმივი წევრი დეპუტატები. 

 „როდესაც საუბარია, მთელი წლის განმავლობაში, მომავალ წელს  რამდენი სამხედრო მოსამსახურე უნდა გვყავდეს და სხვა ვერც ერთი ორგანო, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ამას ვერ განსაზღვრავს. როდესაც საუბარია სამი წლის საფრთხეების დოკუმენტზე, საფრთხეების შეფასების დოკუმენტზე, ცხადია, აუცილებელია, რომ ყველანი ესწრებოდნენ. კარგი იქნება, უფრო სწორად, აუცილებელი რამდენადაა, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ესწრებოდნენ და მე ვფიქრობ, ქვეყნისთვის საჭირო“, — განაცხადა იმერლიშვილმა.

 კანონის თანახმად, საქართველოს პარლამენტი შეიარაღებული ძალების რაოდენობას უშიშროების საბჭოს წარდგენით ამტკიცებს. გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს წევრთა 2/3-ით მიიღება. საბჭოში 11 მუდმივმოქმედი წევრია. 

.

ყველა ახალი ამბავი
0