ქადაგიძე: ლარის დაბრუნება ძველ მაჩვენებელზე შესაძლებელია

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს ბაზარზე სავალუტო ინტერვენციების განხორციელება დაიწყო. სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 26,96 მილიონი დოლარი გაყიდა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ეროვნული ვალუტის ძველ მაჩვენებელზე დაბრუნება შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის ის ეკონომიკური მაჩვენებლები უნდა დაბრუნდეს, რაც გაუფასურების დაწყებამდე იყო, თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. 

 საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო. 2014 წლის 1 ნოემბერს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1,7542 GEL/$1-ს სეადგენდა. 2015 წლის 19 სექტემბრისათვის ეროვნულმა ლარის გაცვლითი კურსი 2,4086 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

 „თუკი აღდგება შემოსავლები, ინვესტიციები, ან დავუბრუნდებით იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რაც ამ პროცესის  დაწყებამდე იყო, ბუნებრივია ლარს გამყარებისაკენ ექნება ტენდენცია. ამ შემთხვევაში სრულიად დასაშვებია, რომ ლარი ძველ მაჩვენებელს დაუბრუნდეს“, თქვა ქადაგიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში. 

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს ბაზარზე სავალუტო ინტერვენციების განხორციელება დაიწყო. სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 26,96 მილიონი დოლარი გაყიდა. 


ყველა ახალი ამბავი
0