ევროპის სტუდენტური ჩემპიონატი ჭადრაკში პირველად სომხეთში გაიმართება

© photo: Sputnik / Vitaly Karpov / გადასვლა მედიაბანკშიჭადრაკი
ჭადრაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ახალგაზრდობამ, რომელიც სომხეთში ჩემპიონატში მონაწილეობისათვის ჩამოვა, თავი ჭადრაკის ზესახელმწიფოში იგრძნოს - აღნიშნა სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა არმენ აშოტიანმა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატი ჭადრაკში პირველად გაიმართება ერევანში, ამის შესახებ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება. 

 6 —11 ოქტომბერს დაგეგმილ  საუნივერსიტეტო ჩემპიონატში მონაწილეობისათვის, განაცხადი 15 ქვეყნის 30 —მა გუნდმა შეიტანა. სომხეთს პირველობისათვის ბრძოლაში სამ-სამი ქალთა და ვაჟთა გუნდი წარმოადგენს. 

 სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა არმენ აშოტიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც ორგკომიტეტის წევრებმა ინფორმაცია მიაწოდეს ჩემპიონატისათვის მოსამზადებელ პროცესზე.  „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ახალგაზრდობამ, რომელიც სომხეთში ჩემპიონატში მონაწილეობისათვის ჩამოვა, თავი ჭადრაკის ზესახელმწიფოში იგრძნოს“, — აღნიშნა მინისტრმა. 

 ჩემპიონატის ჩატარებაში ორგანიზატორებს მხარს უჭერს სომხეთის სტუდენტური სპორტული ფედერაცია, რომელმაც ორი წლის წინ ევროპის სტუდენტურ ფედერაციას გაუგზავნა განაცხადი ჭადრაკის სტუდენტური სპორტული ჩემპიონატების ნუსხაში შეტანის შესახებ.  განაცხადი დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჩემპიონატის სომხეთში გამართვის შესახებ. 


ყველა ახალი ამბავი
0