ენმ–ის ლიდერებმა დიპლომატიურ კორპუსთან უგულავას დაპატიმრების საკითხზე იმსჯელეს

გამოწერა
გიგი უგულავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ, ამნისტიის გათვალისწინებით, საპატიმროში მხოლოდ 4 წელსა და 6 თვეს დაჰყოფს.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, იუწყება პარტიის პრესსამსახური. 

შეხვედრაზე საუბარი იყო როგორც ქვეყნის წინაშე არსებულ საგარეო გამოწვევებზე, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე. დიპკორპუსმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სასამართლო განხილვის თემას. 

„ძალიან კრიტიკული სიტუაციაა ქვეყანაში ყველა მიმართულებით. უგულავას თემამ პოლიტპატიმრების თემაზე უფრო მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. მედიის მდგომარეობა, "რუსთავი 2"-ის ვითარება, ზოგადი შეზღუდვა მშვიდობიან მანიფესტაციებზე, ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე. ეს მხოლოდ ნაწილია იმ თემების რაზეც ვისაუბრეთ“, — განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

გიგი უგულავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ამნისტიის გათვალისწინებით, საპატიმროში მხოლოდ 4 წელსა და 6 თვეს დაჰყოფს. 


ყველა ახალი ამბავი
0