რუსეთი აშშ-ს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ხელისუფლებას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისკენ კვლავ მოუწოდა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს დაეფუძნება და გაეროს მასში საკვანძო ფუნქცია დაეკისრება.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვი ვაშინგტონს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის ფართო ფრონტის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს, ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარებში, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით მომზადებული „ზომიერი“ შეიარაღებული ოპოზიციის ბოევიკების მორიგი ჯგუფის სირიაში გამგზავრებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. 

რიგმა დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 19 სექტემბრის ღამეს თურქეთ-სირიის საზღვარი „ზომიერი“ შეიარაღებული ოპოზიციის 75-მა ბოევიკმა გადაკვეთა, რომლებიც ამერიკელმა ინსტრუქტორებმა გაწვრთნეს. ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის სასროლი იარაღით აღჭურვილი იყვნენ. გადასვლა უზრუნველყოფილი იყო საჰაერო დაცვით და ხმელეთზე — დაჯავშნული ტრანსპორტით. „ახალწვეულებმა“ ნაკლებად ცნობილი დაჯგუფება „დივიზია 30“-ისა და „სუკურ ალ-ჯაბალის“ რიგები უნდა შეავსონ.

 „კვლავ მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს მოწოდებით, კონცენტრირება მოვახდინოთ ნამდვილ კონსტრუქციულ მუშაობაზე, რათა ჩამოვაყალიბოთ „ერაყისა და ლევანთის ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ეფექტური ფართო ფრონტი, რომელსაც საფუძვლად საზოგადოდ აღიარებული საერთაშორისო სამართალი დაედება და მასში გაეროს საკვანძო როლი მიენიჭება“, — აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.  


ყველა ახალი ამბავი
0