ეგვიპტე „მისტრალების“ შესყიდვის თაობაზე საფრანგეთს შეუთანხმდა

© photo: Sputnik / Alexander Yuriev / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა, რომ პარიზსა და კაიროს შორის „მისტრალებთან“ დაკავშირებით მოლაპარაკებები უკიდურესად მძიმედ მიმდინარეობდა, სააგენტო „ფრანს პრესმა“ ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეთანხმებას ამასთან დაკავშირებით მაინც მიაღწიეს.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი თავის ეგვიპტელ კოლეგასთან აბდელ-ფათაჰ ას-სისთან რუსეთისთვის განკუთვნილი „მისტრალის“ ტიპის ორი ვერტმფრენმზიდის გაყიდვის პირობებზე შეთანხმდა, იუწყება ოთხშაბათს სააგენტო „ფრანს-პრესი“.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ მაღალი თანამდებობის ეგვიპტელი ჩინოსნები პარიზში ორი „მისტრალის“ შესყიდვის პირობებს განიხილავენ, თუმცა, მხარეები საბოლოო ფასზე ვერ თანხმდებიან.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ერთი „მისტრალი“ წითელ ზღვაში იმსახურებს, ხოლო მეორე პოზიციებს ხმელთაშუა ზღვაში დაიკავებს.

2014 წლიდან მოყოლებული, ეგვიპტემ საფრანგეთისგან უკვე შეიძინა ოთხი კორვეტი Gowind, რომლის ღირებულებამაც 1 მლრდ ევრო შეადგინა, 900 მლნ ევროს ღირებულების ფრეგატი FREMM და 24 გამანადგურებელი Rafale, რომელთა ღირებულება დაახლოებით 3 მლრდ ევროა. ეგვიპტის მიერ საფრანგეთისგან სხვა შეიარაღების შესყიდვების მოცულობა დაახლოებით 1,1 მლრდ ევროა.

რუსეთისთვის 1,2 მლრდ ევროს ღირებულების „მისტრალის“ ტიპის ორი ვერტმფრენმზიდის მიწოდების შესახებ კონტრაქტი ფრანგულ DCNS/STX-სა და „როსობორონეკსპორტს“ შორის 2011 წელს გაფორმდა. საფრანგეთს პირველი გემი რუსეთისთვის გასული წლის ნოემბერში უნდა გადაეცა, თუმცა, უკრაინის მოვლენებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების გამო გემი რუსეთს არ გადაეცა.

აგვისტოს დასაწყისში მოსკოვმა და პარიზმა კონტრაქტის მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. საფრანგეთი, „მისტრალზე“ დამონტაჟებული რუსული აღჭურვილობის დაბრუნების შემდეგ, ვერტმფრენმზიდების განკარგვას შეძლებს.


ყველა ახალი ამბავი
0