თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. რუსი რეჟისორის, ევგენი კოჟოკინის პრესკონფერენცია, რომელიც საქართველოზე ფოკუმენტურ ფილმს იღებს, „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში 24 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
პროფესორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, მხატვრული პროზის ავტორი ევგენი კოჟოკინი იღებს დოკუმენტურ ფილმს სახელწოდებით „საქართველოში მცხოვრები რუსებისა და რუსეთში მცხოვრები ქართველების შესახებ“. ფილმი ეძღვნება ორი ქვეყნის საერთო წარსულს, კულტურასა და ტრადიციებს და მხატვრების, დიზაინერების, მასწავლებლებისა და სხვათა ისტორიებს გვიამბობს.
ჟურნალისტებს ბრიფინგზე შესაძლებლობა ექნებათ აქციის ორგანიზატორებს კითხვები დაუსვან.
„რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრი:
თბილისი, რუსთაველის გამზირი, 2. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა. მე-8 სართული. ოთახი 808.
ტელ: 224 46 77; 555 90 89 77.