გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელს ეწვევა

© facebook.com/mfageorgiaგიორგი გიგიაძე და კრინ პეტიტი
გიორგი გიგიაძე და კრინ პეტიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ და ბელგიის ელჩმა საქართველოში კარინ პეტიტმა (Carine Petit) მომავალი ვიზიტის დეტალები განიხილეს.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ვიზიტით 8 ოქტომბერს გაემგზავრება, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში. 

მომავალი ვიზიტის დეტალები მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ და ბელგიის ელჩმა საქართველოში კარინ პეტიტმა შეათანხმეს. 

შეხვედრაზე საუბარი იყო ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის, საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ბელგიელ დიპლომატს საქართველოს მხარდაჭერისთვის. 

გიგიაძე და პეტიტი ასევე შეეხნენ ქართულ–ბელგიურ შეხვედრებს, რომლებიც გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის ფარგლებშია დაგეგმილი. 

სესია ოფიციალურად 15 სექტემბერს ნიუ–იორკში, გაეროს შტაბბინაში გაიხსნა. ყოველწლიური საერთო დებატები წელს 28 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბრამდე გასტანს. 

საქართველოს დელეგაციას გაეროს ასამბლეაზე ქვეყნის პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0