აქციის მონაწილეები პრეზიდენტს სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებას მოსთხოვენ

© photo: Sputnikარჩილ ჭყოიძე
არჩილ ჭყოიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოალიცია „საქართველოს ევრაზიული არჩევანის“ მომხრეები მეტროსადგურ „ავლაბართან“ 12:00 საათზე დაიწყებენ შეკრებას. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია 13:00 საათზეა დაგეგმილი.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების მოთხოვნით აქცია ხუთშაბათს, 24 სექტემბერს გაიმართება, განაცხადა კოალიცია „საქართველოს ევრაზიული არჩევანის“ ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე. 

„გადავწყვიტეთ პრეზიდენტის სასახლესთან ფართომასშტაბიანი აქცია ჩავატაროთ. მან სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს, რათა არ მოხდეს არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის, არამედ საქართველოს სხვა რეგიონების ოკუპაცია. ეს ხალხი მოითხოვს, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და უარი თქვას ნატოს საწვრთნელ ცენტრებსა და ბაზებზე, რომლებიც აღიზიანებს რუსეთს და არ ემთხვევა რუსეთის გეოპოლიტიკურ მოსაზრებებს და რაც მხოლოდ საქართველოს უქმნიან საფრთხეს“, — განაცხადა ჭყოიძემ. 

აქცია თბილისის მერიასთან შეთანხმებულია და აბსოლუტურად ლეგიტიმურად ტარდება, თქვა ჭყოიძემ და ხაზი გაუსვა, რომ აქციის მონაწილეები არ დაარღვევენ კანონს. ამასთან, იგი არ გამორიცხავს გარკვეულ პროვოკაციებს მიხეილ სააკაშვილის მომხრეებისგან. 

„როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, აქციაზე მოსვლას გეგმავენ „თავისუფალი ზონისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მინდა მივმართო პრეზიდენტს. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ეს იქნება პრეზიდენტის სრული ლუსტრაცია, რომ ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტად იქცა — იმ მარგინალური ძალისა, რომელიც სძულს ქართულ საზოგადოებასა და ხალხს“, — თქვა ჭყოიძემ. 

კოალიცია „საქართველოს ევრაზიული არჩევანის“ მომხრეები მეტროსადგურ „ავლაბართან“ 12:00 საათზე დაიწყებენ შეკრებას. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია 13:00 საათზეა დაგეგმილი.

 


ყველა ახალი ამბავი
0