ეროვნული უშიშროების საბჭო სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას განსაზღვრავს

Тинатин Хидашели
Тинатин Хидашели - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სამ საკითხს - 2016 წლისთვის საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა; საქართველოში სამხედრო აღმშენებლობის პროცესი და „საქართვლოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წლების დოკუმენტის“ პროექტის სამხედრო საფრთხეების ნაწილს განიხილავენ.

თბილისი, 23 სექტემბერი —  Sputnik. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, ოთხშაბათს, 23 სექტემბერს გაიმართება, იტყობინება უწყების პრეს-სამსახური.

საბჭოს დღის წესრიგი სამი საკითხითაა განსაზღვრული:  

1. 2016 წლისთვის საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა; 

2. საქართველოში სამხედრო აღმშენებლობის პროცესი;

3.  „ საქართვლოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წლების დოკუმენტის“ პროექტის სამხედრო საფრთხეების ნაწილი.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და საქართველოს გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გამოვლენ.

 „ეს ჩვეულებრივი, სტანდარტული პროცედურაა, რომელზეც უნდა განისაზღვროს სამხედრო მოსამსახურთა რაოდენობა, რაც კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოვალეობას წარმოადგენს და შემდგ პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, — განაცხადა ხიდაშელმა მედიასთან საუბრისას.

გავრცლებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დატვირთული დღის გრაფიკის გამო, უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება.

 


ყველა ახალი ამბავი
0