საქართველოს პრეზიდენტმა ციპრასს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსის ციპრასი უკვე მეორედ ჩაუდგა სათავეში საბერძნეთის მთავრობას. 2015 წლის იანვარში ქვეყნის პრემიერი ასევე ვადამდელი არჩევნების შემდეგ გახდა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ალექსის ციპრასს საბერძნეთის პრემიერ–მინისტრის პოსტზე მეორეე ვადით დანიშვნა და არჩევნებში მისი პარტიის, „სირიზას“ გამარჯვება მიულოცა. 

ციპრასი მიმდინარე წელს მესამე გამარჯვებას ზეიმობს. მისმა პარტია „სირიზამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა 20 სექტემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში. 

„საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბებას. მჯერა, რომ თქვენი ლიდერობით საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის არსებული ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი ქვეყნების სასიკეთოდ“, — ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.  

საქართველოს პრეზიდენტმა ციპრასს წარმატებები და ბერძენი ხალხის კეთილდღეობა უსურვა. 

ალექსის ციპრასი უკვე მეორედ ჩაუდგა სათავეში საბერძნეთის მთავრობას. 2015 წლის იანვარში ქვეყნის პრემიერი ასევე ვადამდელი არჩევნების შემდეგ გახდა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0