ექსპერტი: „ფოლკსვაგენის“ გამონაბოლქვი ნორმას 30–ჯერ აღემატება

© photo: Sputnik / Михаил Фомичев / გადასვლა მედიაბანკში"ფოლსვაგენის" ქარხანა
ფოლსვაგენის ქარხანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ს გარემოს დაცვის სამმართველომ ცოტა ხნის წინ „ფოლკსვაგენს“ ეკოლოგიური საფრთხის გამო, ბაზრიდან 500 ათასი მანქანის გამოწვევა დაავალა, ვინაიდან კომპანიის მიერ წარმოებულ ავტომობილებზე დამონტაჟებული პროგრამა არ ასახავდა CO2–ის გამონაბოლქვის რეალურ მაჩვენებელს.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. „ფოლკსვაგენის“ დიზელზე მომუშავე ავტომობილებიდან გამონაბოლქვი CO2 30–ჯერ აღემატება ნორმას, განუცხადა ტაბლოიდ BILD–ს ამერიკელმა ექსპერტმა ჯონ ჯერმანმა (John German).

მანამდე აშშ–ში „ფოლკსვაგენის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო იმ პროგრამული უზრუნველყოფის გამო, რომელიც გამოტყორცნილი CO2–ის რეალურ რაოდენობას ამცირებდა. შედეგად, ამერიკის მთავრობამ დაავალდებულა კონცერნი, გაეწვია 2009–2015 წლებში ამერიკაში გაყიდული 482 ათასი „ფოლკსვაგენისა“ და „აუდის“ მარკის ავტომობილი. კომპანიას ასევე შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 18 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით. 

„ტესტირებისას სკამებიდან გადმოვცვივდით — ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჩვენ სუფთა მანქამებს ველოდით, მაგრამ (დაბინძურების) მაჩვენებლები 30–ჯერ აჭარბებდა დასაშვებს. ეს ძალიან უცნაური მოგვეჩვენა. იგივე მოდელები ლაბორატორიაში გვქონდა დატესტილი და იქ მაჩვენებლები დასაშვებზე დაბალი იყო. აშკარა გახდა, რომ რაღაც ისე არ იყო“, — თქვა ჯერმანმა. 

ექსპერტის თქმით, დამატებითი კვლევები დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტში ჩატარდა, რომლებმაც აჩვენა, რომ ლაბორატორიული ტესტები არსებითად განსხვავდებოდა ღია ცის ქვეშ ჩატარებულისგან. „პროფესიულ წრეებში ამას „გამაოგნებელ მოწყობილობას“ (Defeat Device) ვეძახდით, რადგან ის მაკონტროლებელს ატყუებს. როგორც ჩანს, ის შესანიშნავად მუშაობდა“, — დაამატა ექსპერტმა. 

„ფოკლსვაგენის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ეკოლოგიური ტესტების მონაცემთა ფალსიფიკაცია მთელ მსოფლიოში გაყიდულ 11 მლნ ავტომობილს მოიცავს. 

„ფოლკსვაგენი“ — ეს უმსხვილესი ავტომწარმოებელია ევროპაში, რომელიც აერთიანებს ისეთ მარკებს, როგორებიცაა: „აუდი“, „შკოდა“, „სეატი“. იგი ასევე აწარმოებს „ლუქსის“ კლასის ბრენდულ ავტომობილებს:  „ლამბორჯინის“, „ბენტლის“, „ბუგატის“.

 


ყველა ახალი ამბავი
0