რიყის პარკში რონალდ რეიგანის ძეგლი შეღებეს

რონალდ რეიგანი
რონალდ რეიგანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციის თანამშრომლებმა დამნაშავის ვინაობა დაადგინეს, თუმცა, მისი დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, რიყის პარკში აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ძეგლი საღებავით შეღებეს, ინფორმაციას ქართული მედია ოთხშაბათს, 23 სექტემბერს ავრცელებს.

პოლიციის თანამშრომლებმა დამნაშავის ვინაობა დაადგინეს, თუმცა, მისი დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის ზომად 110-დან 180 სთ-მდე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების ერთიდან სამ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

თბილისში რონალდ რეიგანის ბრინჯაოს ძეგლი 2011 წლის ნოემბერში დაიდგა. ძეგლზე ქართულ დ ინგლისურ ენებზე რეიგანის სიტყვებია ამოტვიფრული: „თავისუფლების შენარჩუნება ყოველი თაობის საზრუნავი უნდა იყოს“. 

 

ყველა ახალი ამბავი
0