ავღანეთში ნატოს მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო დაიღუპა

© facebook.com/GaribashviliOfficialმთაავრობის სხდომა
მთაავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაღუპულის ოჯახს, ფინანსთა სამინისტრო კანონის გათვალისწინებით, კომპენსაციის სახით 100 ათასი ლარი გადაეცემა, ხოლო თავდაცვის უწყება კი დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს.

თბილისი, 23 სექტემბერი —  Sputnik. ავღანეთში ნატოს მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე ვასილ ყულჯანიშვილი დაიღუპა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ოთხშაბათს, 23 სექტემბერს.

ყულჯანიშვილი, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს დაიღუპა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში მსახურობდა. პატრულირების დროს ასევე დაიჭრა იმავე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაია. როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.   

ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო, ოთხშაბათს, 23 სექტემბერს გამართული მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა.

„ეს ძალზე დიდი დანაკარგია ჩვენთვის და მე მინდა მწუხარება გამოვთქვა ამ ტრაგიკული ფაქტის გამო“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაღუპულის ოჯახს, ფინანსთა სამინისტრო კანონის გათვალისწინებით, კომპენსაციის სახით 100 ათასი ლარი გადაეცემა, ხოლო თავდაცვის უწყება კი დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს.

დაღუპულის ოჯახისა და ახლობლებისადმი თანაგრძნობა საქართვლოს პრეიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც გამოხატა.

„ეს უმძიმესი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც  ფასდაუდებელია  სამშობლოსათვის თავდადებული თითოეული მამულიშვილის სიცოცხლე“, — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისია „გადამწყვეტი მხარდაჭერა“, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყო, არასაბრძოლო ხასიათისაა. ნატოს ჯარისკაცებს შეუძლიათ შეტევის მოგერიება, მაგრამ ისინი არ მონაწილეობენ ავღანეთის უშიშროების ძალებთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში. 

მისია ავღანეთში 2015 წლის 1 იანვარს, აშშ–სა და ალიანსში მისი მოკავშირეების სამხედრო ოპერაციების სტადიის დასრულების შემდეგ დაიწყო. 2015 წლის დასაწყისში ქაბულში, ყანდაგარში, გერათსა და მაზარი–შარიფში დაახლოებით 12 ათასი სამხედრო განალაგეს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0