თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. კალათბურთში საქართველოს ნაკრების წევრმაგიორგი ცინცაძემ თავისი ახალი კლუბის — ფრანგული „გრავლინას“ შემადგენლობაში თავისი პირველი მატჩი გამართა.
ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც დიუნკერკში შედგა, „გრავლინმა“ ორლეანთან“ 55:77 წააგო. მოედანზე თავისი ყოფნის მანძილზე, ცინცაძემ ოთხი ქულა დააგროვა და ექვსი ასისტი შეასრულა.
ცინცაძემ ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალის, ქართველ კალათბურთელთა ლიტველებთან წაგებისთანავე გააფორმა. ევრობასკეტზე ცინცაძემ მატჩში საშუალოდ 8 ქულა აიღო, 4,3 პასი შეასრულა და 1,2 აღება.
პირველ ოფიციალურ მატჩს „გრავლინის“ შემადგენლობაში გიორგი ცინცაძე 2 ოქტომბერს „როანის“ წინააღმდეგ გამართავს.